რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტიც მიიღო. ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი 638 დეპუტატიდან 491 –მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 84 დეპუტატი, 63-მა თავი შეიკავა წავიდა.

საქართველოს შესახებ რეზოლუცია მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა