როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას

როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის "მაესტროს" ჟურნალისტი თამარ გოცირიძეც იყო, რომელმაც პუტინს ორი შეკითხვა დაუსვა, თუმცა, როდესაც პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სიტყვა ქართველი ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა, პუტინმა მოულოდნელად მას სიტყვა მოუჭრა და ითხოვა, რომ ჯერ თურქ კოლეგას დაესვა კითხვა. ამის შემდეგ პესკოვი კვლავ გოცირიძეს მიუბრუნდა, თუმცა პუტინმა ჩინელ ჟურნალისტზე მიუთითა და მას სთხოვა კითხვის დასმა.

"მაესტროს" ჟურნალისტს არც ამის შემდეგ გაუმართლა, ვინაიდან პუტინმა ამჯერად Financial Times-ს მიმართა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა