კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი

კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი

ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში", ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა უფრო წარმატებულია. ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ბევრის ქვეყნის მთავრობა.

"ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი. 41:5 დავამარცხე "ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ასეც ვაგრძელებ და ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის, თუნდაც რეფორმების კუთხით, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში მთელი 9 წლის განმავლობაში. თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ მივიღო ეს "შეცდომა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, "ხუთოსანმა" ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო. "მიხაროდა, რომ ვხედავდი საქართველოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ამ ისტორიულ დღეს რომ ესწრებოდა. მიხაროდა, რომ იქ იყო ხუთოსანი, რათა თავისი თვალით დაენახა საკუთარი ფიასკო. ეს იყო მისთვის ფიასკო, რადგან რეზოლუციაში არის აღიარებული, რომ ამჟამინდელი მთავრობა არის რეფორმატორი, 2 წელი ტოტალურ შრომას ეწევა და ეს შრომა დაუფასდა", - განაცხადა წულუკიანმა.

სამიანზე ძლივს "ვქაჩავთ", – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი ხელისუფლების მიერ გაწეულ იმ საქმიანობას, რამაც ქვეყანა ევროსტრუქტურებამდე უნდა მიიყვანოს. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, ევროპა საქართველოში პრობლემებს ხედავს, რაც ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია ასახული.

"საქართველო რომ ევროპის ნაწილია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ საქართველოში რომ პრობლემებია, ამას ნახავთ რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ. ყველაფერი წერია იმ რეზოლუციაში, წერია ძალიან არადიპლომატიური ენითაც კი. საქართველო ყოველთვის იყო ხუთოსანი და ათოსანი ამ პროცესების. რამდეჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე? ფაქტია, რომ სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მე მიხაროდა ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვლა, რადგან ხუთოსნები ვიყავით. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ოროსანი, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის ლიდერი. არ მინდა, ყოველ წუთში გვემუქრებოდნენ რომ საშემოდგომოს გამოგაყოლებენ, რომ გაგვრიცხავენ. რატომ?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა