თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს

თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს

თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს _ ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რადგან ერთიან სამთავრობო გუნდში `თავისუფალი დემოკრატები~ აღარ სხდებოდნენ, არადა, პოლიტიკური გუნდის ერთიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს, რათა ამ გუნდმა წარმატებული რეფორმებით გაძლიერებული ქვეყნის სიხარულიც ერთად გაიზიაროს და ერთად აგოს პასუხი ქვეყნის მართვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაშიც.

36 წლის თადარიგის პოლკოვნიკი მინდია ჯანელიძე საქართველოს მე-16 თავდაცვის მინისტრია (აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტები ეკავათ: ჯონი ფირცხალაიშვილს (1991 წლის 15 სექტემბრიდან 1992 წლის 2 იანვრამდე), ლევან შარაშენიძეს (1992 წლის 7 იანვრიდან 1992 წლის 8 მაისამდე), თენგიზ კიტოვანს (1992 წლის 9 მაისიდან 1993 წლის 5 მაისამდე), გია ყარყარაშვილს (1993 წლის 6 მაისიდან 1994 წლის 12 თებერვლამდე), ვარდიკო ნადიბაიძეს (1994 წლის 26 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე), დავით თევზაძეს (1998 წლის 28 აპრილიდან 2004 წლის 17 თებერვლამდე), გელა ბეჟუაშვილს (2004 წლის 17 თებერვლიდან 2004 წლის 10 ივნისამდე), გია ბარამიძეს (2004 წლის 10 ივნისიდან _ 2004 წლის 17 დეკემბრამდე), ირაკლი ოქრუაშვილს (2004 წლის 17 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ნოემბრამდე), დავით კეზერაშვილს (2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე), დავით სიხარულიძეს (2008 წლის 9 დეკემბრიდან 2009 წლის 27 აგვისტომდე), ბაჩო ახალაიას (2009 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 4 ივლისამდე), დიმიტრი შაშკინს (2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე) და ირაკლი ალასანიას (2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე). 1994 წლის 14 თებერვლიდან 1994 წლის 25 აპრილამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი შეთავსებით ეკავა სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძეს.

მინდია ჯანელიძე არც ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრია (მისი წინამორბედებისგან რამდენიმეს, თითქმის ყმაწვილებს, ანდვეს თავდაცვის მინისტრის ძალზე საპასუხისმგებლო პოსტი და რა გამოვიდა აქედან, ჯარმაც და მთელმა ქვეყანამ თავის თავზე გამოცადა) და არც გამოუცდელი, რადგან ბოლო 14 წლის განმავლობაში საგარეო დაზვერვის სფეროში მუშაობდა, ორი წელი ქვეყნის კონტრდაზვერვასაც ედგა სათავეში, ხოლო თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ახალშექმნილი საბჭოს მდივანიც გახლდათ.

უდავოა, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის პროტეჟეა და მისი დიდი ნდობით სარგებლობს. ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მინდია ჯანელიძეს გვერდიდან არ იშორებს. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში `ნაციონალების~ დამარცხებისა და ქვეყნის მართვის სათავეში `ოცნების~ მოსვლისთანავე შს მინისტრად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძე, რომელსაც იმ დროს დაზვერვის სამსახურში ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, შსს-ში, თავისთან გადაიყვანა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორობა ჩააბარა. ხოლო პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავების შემდეგ ღარიბაშვილმა ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში თავის თანაშემწედ დანიშნა.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა