"ქართულმა ოცნებამ" პენსია 50%-ით გაზარდა" - ხელისუფლების დიდი ტყუილი "ნიუ-იორკ ტაიმსში"?

"ქართულმა ოცნებამ" პენსია 50%-ით გაზარდა" - ხელისუფლების დიდი ტყუილი "ნიუ-იორკ ტაიმსში"?

"2012 წელს "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობამ გაზარდა პენსია 50%-ით, შექმნა ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის სისტემა და გაარემონტა 1 000-ზე მეტი სკოლა", - ნათქვამია სარეკლამო სტატიაში, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსში" საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით გამოქვეყნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კახა ლომაიამ გაავრცელა.

Facebook/ კახა ლომაია:

"ნიუ-იორკ ტაიმსის" მკითხველებს დღეს სიურპრიზი ელოდათ - 8 გვერდიანი სარეკლამო დანართი სათაურით "ქართული ოცნების მმართველი პარტია ეროვნულ ხედვას რეალობად აქცევს". დანართი მომზადებულია სარეკლამო სააგენტო "ჰედკოკ ენდ ასოსიეთსის" მიერ და მის მომზადებაში "ნიუ-იორკ ტაიმსის" თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ - გვაფრთხილებს გაზეთი. ამ ტიპის დანართების ეფექტურობა, გემოვნება და მათში გადახდილი ფასი, ცალკე საუბრის თემაა. ერთი თვალის გადავლებით, შემდეგ პასაჟს გადავაწყდი "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ პენსიები 50%-ით გაზარდა...", - წერს ლომაია და აქვეყნებს შესაბამის ფოტომასალასაც.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა