ტელეფონები, რომელიც ხადურმა საკუთარ თავს და მოადგილეებს საჩუქრად გადასცა, კონტრაბანდულია

ტელეფონები, რომელიც ხადურმა საკუთარ თავს და მოადგილეებს საჩუქრად გადასცა, კონტრაბანდულია

მობილური ტელეფონები, რომელიც თანამშრომლებმა საჩუქრად მიიღეს, კონტრაბანდულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას წარმოადგენდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მობილური ტელეფონები არ იყო შესყიდული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით, რაც ნიშნავს, რომ მათში არ გადახდილა ბიუჯეტის და გადასახადის გადამხდელთა ფული.

"ეს მობილური ტელეფონები წარმოადგენდა კონტრაბანდულ, ჩამორთმეულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას. გამომდინარე იქიდან, რომ ტელეფონებს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ვერ იქნა რეალიზებული. ამიტომ, ერთი წლის წინ, ფინანსთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საჩუქრით მომხდარიყო თანამშრომელთა წახალისება", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერი გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანების ასლს თანამშრომელთა წახალისების შესახებ.

ბრძანება გასულ წელს, 2013 წლის 8 ნოემბერს არის გაცემული და მისი მიხედვით ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკუთარ თავს, მის სამ მოადგილეს, სამინისტროს ბიუროს უფროსს, სამინისტროს ბიუროს უფროსის ორ მოადგილეს, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს, დავების განხილვების სამსახურის უფროსს და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის ფასიანი საჩუქარი - მობილური ტელეფონი Iphone 5 გამოუწერა.

იხილეთ| ნოდარ ხადურმა საკუთარი თავი Iphone 5-ით დააჯილდოვა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა