რა ვთქვა, არ ვიცი. რა გიწოდოთ? - მარიუპოლში მებრძოლი ქართველი თავდაცვის სამინისტროს მიმართავს

რა ვთქვა, არ ვიცი. რა გიწოდოთ? - მარიუპოლში მებრძოლი ქართველი თავდაცვის სამინისტროს მიმართავს

"რით ვერ გაითავისეთ, რომ რუსეთი მტერია,-ამ სიტყვებით, მარიუპოლში მებრძოლი დავით მაყიშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას "რუსთავი2"-ის ეთერში გამოეხმაურა.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში გარდაცვლილ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

"რა ვთქვა, არ ვიცი. რა გიწოდოთ? რით ვერ შეიგნეთ, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ბრძოლაცაა. რით ვერ გაითავისეთ ის, რომ რუსეთი მტერია, დაუძინებელი მტერი საქართველოსი. როგორ დაგარწმუნოთ იმაში, რომ, თუ აქ უკრაინაში გაიმარჯვა რუსეთმა, შემდეგი საქართველოა. ნუთუ ასე არ გიყვართ სამშობლო, რომ ამ ღირსეული მამულიშვილების წილხვედრ ბედს შეცდომაში შეყვანას ეძახით? ჩვენ ხომ საქართველოს ვიცავთ და საქართველოს მომავალს შეეწირა ალექსანდრე გრიგოლაშვილიც," - აცხადებს დავით მაყიშვილი და ხელისუფლებას მიმართავას, "მადლობა მოუხადეთ ამ გმირ ვაჟკაცს, რომ თქვენ ნამუსგარეცხილ ღირსებას იცავდა".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა