ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან. დეპუტატი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან უახლოეს საათებში დამატებით განმარტებებს ელოდება.

"განცხადება ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რატომ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი პოლიტიკური განცხადება. მე ვწუხვარ იმის გამო, რომ ისინი ჩვენი თანაგუნდელები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მოვისმენთ განმარტებას, რომ დავუშვათ ვისი ინიციატივა იყო აღნიშნული განცხადების გავრცელება და რას ემსახურებოდა ის", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა