მინისტრს პოსტი არ დაუტოვებია - თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ჯანელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მინისტრს პოსტი არ დაუტოვებია - თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ჯანელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მინისტრს პოსტი არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომის გამართვის და თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი.

როგორც ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "არანაირი პოლიტსაბჭოს სხდომა არ გამართულა, არც მინისტრის გადადგომის საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა". "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გეგმავს თუ არა "ქართული ოცნება" აღნიშნულ თემაზე პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა