ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს და რატომ დაიბლოკა ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა

ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს და რატომ დაიბლოკა ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა

გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილის შემცვლელად ლადო ჭანტურიას კანდიდატურა სახელდება. ამის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს.

"პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს. ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრამ" ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა, გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია", - წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა