როდის დატოვებს წულუკიანი თანამდებობას და რა გეგმები აქვს მინისტრობის შემდეგ

როდის დატოვებს წულუკიანი თანამდებობას და რა გეგმები აქვს მინისტრობის შემდეგ

2015 წლის თებერვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. გაზეთი "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს კუბლაშვილი. არსებული რამდენიმე ვერსიის მიხედვით, განიხილებოდა ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა, რომელიც სამთავრობო გუნდმა დაბლოკა და ასევე სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც.

როგორც აღმოჩნდა, კუბლაშვილის შემცვლელად სამთავრობო წრეებში თეა წულუკიანის კანდიდატურაც განიხილება, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანი მინისტრის პოსტს დატოვებს, თუმცა როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე). ამჟამად, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს კვოტით წარდგენილი მოსამართლე ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია გახლავთ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ასევე მომავალ წელს ეწურება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დატოვებს თანამდებობას იუსტიციის მინისტრი, რომელიც მოსამართლის მანტიას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოისხამს, მითუმეტეს, რომ წულუკიანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება უკვე აქვს", - წერს "კვირის პალიტრა".

იხილეთ დეტალები  "კვირის პალიტრის" სტატიაში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა