ივანიშვილი ურეკში სასტუმროს აშენებს, რომელშიც კიდევ უფრო დიდი ზვიგენები ეყოლება

ივანიშვილი ურეკში სასტუმროს აშენებს, რომელშიც კიდევ უფრო დიდი ზვიგენები ეყოლება

ახლა ვაშენებ ახალ სასტუმროს ურეკში, სადაც მექნება უფრო დიდი აკვარიუმი და იქ დიდი ზვიგენები მეყოლება, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. გადაცემაში "მშვიდობით იარაღო", რაფორმალურ გარემოში, ივანიშვილმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თემებთან ერთად საკუთარ ცხოველებსა და თევზებზე ისაუბრა.

"ლემურები, როგორც კატები, ისე დადიოდნენ ჩემთან, სახლში, მაგრამ მერე მეზობლები შეაწუხეს და შემდეგ ვაჩუქე ზოოპარკს. ასევე, ზებრაც მყავდა, მაგრამ ზამთარი იყო და დამთრგუნველი იყო მისი ყურება და ასევე ზოოპარკს გადავულოცე. დიდი აკვარიუმი მაქვს ბიზნესსცენტრში და იქ ზვიგენიც მყავს. ახლა ვაშენებ ახალ სასტუმროს ურეკში, სადაც მექნება უფრო დიდი აკვარიუმი და იქ დიდი ზვიგენები მეყოლება.

ჩემი აკვარიუმი ძალიან ლამაზია. ჩემი მეუღლე და შვილი, ცოტნე იყვნენ ესპანეთში და რომ ჩამოვიდნენ, ცოტნემ მითხრა, ჩვენი აკვარიუმი გაცილებით ლამაზიაო", - სიამაყით აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები