ნიკა გვარამიამ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში იჩხუბეს

ნიკა გვარამიამ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში იჩხუბეს

მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. დებატები მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ცხარე კამათი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიასა და დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ხმაურიანი სხდომა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა