საქართველოს პრეზიდენტს მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს

საქართველოს პრეზიდენტს მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2015 წლის მაისში, რუსეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე დასასწრები მოსაწვევი გამოუგზავნეს. არსებული ინფორმაციით, მოწვევა ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში მოვიდა.

ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთისგან, შვეიცარიის საელჩოს გავლით აღნიშნული მოსაწვევი მართლაც მივიდა, თუმცა, ნოტაში ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა და ასევე შვეცარიის საელჩოს გავლით ხარვეზის გასასწორებლად უკან გაეგზავნათ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამის შემდეგ რუსეთისგან შესწორებული მოწვევა აღარ მოსულა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა