ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვა არის სფერო, რომელშიც ჩავდეთ უდიდესი ძალისხმევა და უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვა არის სფერო, რომელშიც ჩავდეთ უდიდესი ძალისხმევა და უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები

ჯანდაცვის უწყებას დღეს აქვს სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, მთლიანად დაიძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთვრობის მიერ გატარებული ჯანდაცვის პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გატარებული რეფორმებით.

"ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვა არის სფერო, რომელშიც ჩვენ ჩავდეთ უდიდესი ძალისხმევა და უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აქამდე არასდროს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში და ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ახლა დიდხანს არ შეგაყოვნებთ, თუ რამდენი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე გადარჩა ამ პროგრამით და რამდენმა ოჯახმა იგრძნო შვება. არ შემიძლია, განსაკუთრებით ხაზგასმით არ აღვნიშნო C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება საქართველოში. სულ რაღაც 2 წლის წინ C ჰეპატიტის მკურნალობა აქ გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა. დღეს ჯანდაცვის უწყებას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, მთლიანად დაიძლევა. ამ გეგმის მიხედვით, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტი, რომელიც C ჰეპატიტისგან განკურნების 90-პროცენტიან შანსს იძლევა. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მიღწევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივა და აღნიშნა, რომ ამ იდეის ირგვლივ ათეულობით ათასი ადამიანი გაერთიანდა.

"ძალიან მიხარია, რომ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდა ათეულობით ათასი საჯარო მოხელე, კერძო პირები და ჩვენი საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა უმძიმესი სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ამ კეთილშობილურ საქმეში. ეს იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯი სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რის გარეშეც ცივილიზებული სახელმწიფო არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა