ღარიბაშვილი: პუტინთან შეხვედრის მზაობა გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება კარგი მომზადება

ღარიბაშვილი:  პუტინთან შეხვედრის მზაობა გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება კარგი მომზადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა არსებობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. მზაობა გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზადება. ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, როდის და რა ფორმატით შედგება შეხვედრა. ჩვენ მზაობა გვაქვს, ვფიქრობ, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რომ იყოს შედეგიანი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა