ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტი შეიძლება ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტი შეიძლება ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში შესაძლოა ვერ შესრულდეს. მისი თქმით, გარკვეულმა სამინისტოებმა თანხები ვერ აითვისეს.

"ბიუჯეტი შესრულდება. შეიძლება ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს. გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ დახარჯეს ან ვერ აითვისეს თანხები. წლების განმავლობაში ასე იყო. ზოგადად, ბიუჯეტი როცა იგეგმება ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, შემდეგ ხდება კორექტირება ბიუჯეტის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ. წინა ხელისუფლების დროს, წლის ბოლოს ხდებოდა კორექტირება ბიუჯეტის და ზუსტად დასმა 100%-ზე. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ რეალური მონაცემები. ყველაფერი გამჭვირვალეა, ბიუჯეტი, სამინისტროები და ა.შ.", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის 5%-იანი ეკონომიკის ზრდა მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული ურთულესი ვითარების ფონზე.

"რეგიონში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და მსოფლიოში მსოფლიო ბანკის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე. სწორედ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ არ ჩამოიქცა ეკონომიკა ამ რთულ პირობებში. ურთიერთობის ნორმალიზება მოვახდინეთ რუსეთთან, გავხსენით ბაზარი. ევროკავშირთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ასოცირების შეთანხმების შესახებ. 105 საწარმო გავხსენით. სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს ეხება ყველა მიმართულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა