შელაპარაკება ღარიბაშვილსა და ჟურნალისტს შორის: "თქვენ მოსახლეობის არჩევანს ეჭვქვეშ აყენებთ და შეურაცხყოფთ"

შელაპარაკება ღარიბაშვილსა და ჟურნალისტს შორის: "თქვენ მოსახლეობის არჩევანს ეჭვქვეშ აყენებთ და შეურაცხყოფთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფორმების გატარებას 24 საათიანი მუშაობა სჭირდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფოს მართვა არ არის მარტივი საქმე და ყველაფერს სჭირდება კარგი გააზრება.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა. პირველი წელი იყო კოჰაბიტაციის, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ასევე თბილისის მერია, იყო აუღებელი ციხესიმაგრე, ეწეოდა საბოტაჟურ საქმიანობას და 100 მილიონი ლარი იყო შეუსრულებელი. ის მძიმე ვითარება, რაც დახვდა ნარმანიას, ეს არის შედეგი ყოფილი მერის უპასუხისმგებლო საქმიანობის, ჩვენ ხელისუფლება ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ჩავატარეთ სამი არჩევნები. საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რეფორმა გაატარა ხელისუფლებამ.

მთავრობის მეთაურს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის დროს, რატომ ვერ მოხერხდა შსს-სა და სასჯელაღსრულების რეფორმირება, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში სრულფასოვნად აგვისტოს თვიდან არის.

"ჩვენ აგვისტოში დავასრულეთ ხელისუფლების აღება ასე დავარქვათ. ის რეფორმები რაც ჩვენ განვახორციელეთ, 2 წლის განმავლობაში შევძელით ბევრი რამ, თუმცა დარჩენილია დიდი სამუშაო და ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა. ის რეფორმები რაც ჩვენ განვახორციელეთ, სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკაში ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, შსს-ს, პროკურატურის რეფორმას ვერ შევძლებდით ამ პირობებში, ამას სჭირდება კარგი გააზრება და კარგი დაგეგმვა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოგვემზადებინა და დაგვეწყო რეფორმების ახალი ეტაპი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველო ბელორუსთან და აზერბაიჯანთან ერთად არის მესამე სახელმწიფო, სადაც არც ერთი მერი და არც ერთი გამგებელი არ არის ოპოზიციონერი, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ყველა მერი და ყველა გამგებელი არის არჩეული.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ბარიერი იყო მაღალი და პირველად ჩატარდა საქართველოში არჩევნების მეორე ტური.

"თქვენ მოსახლეობის არჩევანს აყენებთ ეჭვქვეშ და შეურაცხყოფთ. 20-ზე მეტ თვითმმართველ ერთეულში გაიმართა მეორე ტური და მერები და გამგებლები იყო არჩეული. გეტყობათ, რომ არ ხართ ბუნებრივი, ძალიან ხელოვნურად დასმული კითხვა იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის კითხვაზე", - მიმართა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა