რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პროვოკაციული" უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლდიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "ტაბულას" პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა - პასუხისმგებლიანი ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, არის ურთულესი ვითარება რეგიონში, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს – მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეირაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. მთელი ფილოსოფია იმაში კი არ არის, ვინ უფრო გაბედულად იტყვის, რომ მტერია თუ არა, შეაგინებს თუ არა. საქმე იმაშია, რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და უნდა გავაკეთო განცხადება, რომელიც იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, ხალხისათვის და არა ის, რაც ქვეყანას დააზიანებს. ამ განცხადებით გინდათ გასიამოვნოთ თქვენ და "ნაციონალური მოძრაობის" 20-კაციანი სექტა. მე ამას არ დავუშვებ, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს ხალხის და ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა