ნინა: "მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას მომისჯიდნენ, მე ჩემი ქმარი მოვკალი..."

ნინა: "მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას მომისჯიდნენ, მე ჩემი ქმარი მოვკალი..."

2014 წლის განმავლობაში 28 ქალი ემსხვერპლა ოჯახურ ძალდობას. ისტორია, რომელსაც მოგიყვებით, მძიმეა, თუმცა მეტად დასაფიქრებელი. ნინა 25 წლის იყო, როცა ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თბილისში მოხდა. მან მეუღლეს დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელად ქცეულ ცოლს სახლიდან გაქცევა არ უცდია, პოლიცია მალე მოვიდა, ნინას ხელბორკილი დაადეს და პოლიციაში წაიყვანეს. მართალია ბრალდებული აცხადებდა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ის სასამართლომ მაინც 108-ე -განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა. წაყენებული მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლემ ნინას სასჯელის მინიმუმი - 7 წელი მიუსაჯა. ნინამ სასჯელი სრულად მოიხადა, ამნისტიიით არ უსარგებლია, დღეს უკვე თავისუფალია. ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ციხის კედლებს გარეთ ყოფნა, რადგან, ფაქტობრივად, თავიდან იწყებს ცხოვრებას. "რთული ურთიერთობების თავიდან დაწყება, ბევრმა ახლობელმა ზურგი მაქცია." – გვითხრა დანანებით ნინამ, რომლის გვარსაც არ ვასახელებთ.

ნინა:

- ციხიდან გამოსული ადამიანისთვის ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. მიდიხარ ახლობლებთან და გრძნობ, რა ეჭვის თვალით გიყურებენ. ამიტომ კარგა ხანს სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი. ვიჯექი ჩემს ოთახში და ვტიროდი. ერთადერთი, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა, დედაჩემი იყო. და არ მყავს, რამდენჯერ მინატრია რომ მყოლოდა, რადგან ძმებთან ყველა წვრილმანზე ვერ ილაპარაკებ. ისინი დღემდე მსაყვედურობენ მომხდარს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, კაცი მოკალი და თავიც გაიუბედურეო... სამსახურის დაწყებაც ვერ მოვახერხე. ძნელია სხვის კისერზე ცხოვრება. ქსოვა ვიცი, ვქსოვ ქუდებს, კაშნეებს, წინდებს და ბაზრობაზე ვაბარებ. ცოტაა შემოსავალი, მაგრამ ჯიბის ფული მაინც მაქვს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა