"დედასაც შევ... და თქვენი დედაც მოვ..." - ასეთი ჩხუბი საქართველოს პარლამენტს ჯერ არ ახსოვს

"დედასაც შევ... და თქვენი დედაც მოვ..." - ასეთი ჩხუბი საქართველოს პარლამენტს ჯერ არ ახსოვს

"დედასაც შევ... და თქვენი დედაც მოვ... და ბოდიშს ვიხდი საქართველოს წინაშე. თქვენ თუ გგონიათ, ვინმეს რამეს დაგითმობთ, რა" - ასე დაასრულა აკაკი ბობოხიძემ ემოციური გამოსვლა პარლამენტში, რაც დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მანდატურებმა დეპუტატები რამდენიმე წუთიანი დაპირისპირების შემდეგ გააშველეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მსგავსი ფაქტები საქართველოს პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო შემთხვევა.

"აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე იმიტომ შეიგინა, რომ მას ამავე სხდომაზე უმრავლესობის რომელიღაცა დეპუტატმა შეაგინა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ამ ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს", - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტში ჩხუბის ყველა დეტალი თეგზე #ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი იყო ჩართული.

ნახეთ| გუბაზ სანიკიძის რეაქცია, როდესაც მის ირგვლივ პარლამენტარები ერთმანეთს ურტყამენ

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა