რატომ შეხვდნენ მთავრობის წევრები ბიძინა ივანიშვილს "ბაგრატიონში" - ნუკრი ქანთარიას კომენტარი

რატომ შეხვდნენ მთავრობის წევრები ბიძინა ივანიშვილს "ბაგრატიონში" - ნუკრი ქანთარიას კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას ინფორმაციიით, რესტორან "ბაგრატიონში" დღეს გამართული შეხვედრა წინასაახალწო განწყობის იყო და ისინი პოლიტიკური საკითხების განხილვის მიზნით არ შეკრებილან.

დეპუტატის თქმით, რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები.

" პოლიტიკური საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით არ შევკრებილვართ. ეს იყო წინასაახალწლო შეხვედრა, ჩვენ ერთად ორი წელი გამოვიარეთ და ამ გამოვლილ პერიოდზე ვისაუბრეთ", _განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ურავლესობის წევრებს ივანიშვილისთვის არც პოლიტიკაში დაბრუნება შეუთავაზებიათ და არც რაიმე მნიშვნელოვან საკადრო თუ სხვა ტიპის პოლიტიკურ საკითხზე უმსჯელიათ.

ასევე დაგაინტერესებთ: მინისტრები და დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" შეხვდნენ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა