საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა.

როგორც საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ტიპის შეხვედრები ახალი წლის წინ აუცილებელიცაა და ქართული ხასიათიდან და ტრადიციებიდან გამომდინარეობს.

"შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა და ძალიანაც ვამაყობ, რომ ჩემი ინიციატივა იყო. ვთქვი, რომ მოდი, უმრავლესობა ახალი წლის წინ შევიკრიბოთ და ერთმანეთს მხოლოდ კომიტეტების, ფრაქციის სხდომებზე და პლენარულ სხდომათა დარბაზში რომ ვხვდებით, ერთხელ სუფრაზეც შევხვდეთ და ერთმანეთს მეუღლეები გავაცნოთ. თავადან იყო იდეა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მეუღლეებთან ერთად შევკრებილიყავით. შემდეგ ითქვა, რომ მეუღლეებთან ერთად შეკრება ძალიან დიდი გამოვიდიდა და ზოგის მეუღლე წასული იყო, ამიტომ ვთქვით, რომ მეუღლეები უფრო ვიწრო წრეში გაგვეცნო ერთმანეთისათვის და დაგვეპატიჟებინა მთავრობა. მაინც კოალიცია ვართ და ერთად მოვედით. ჩემი ინიციატივა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მოსვლა მეთხოვა.

მე თვითონ დავურეკე და ვუთხარი იდეის შესახებ. ძალიან გამიხარდა, როცა ბატონი ჩემს შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. შევიკრიბეთ დღის სამ საათზე, დავიშალეთ საღამოს შვიდზე. ეს იყო მეგობრული ვახშამი თუ სადილი, რასაც მოჰყვა კეთილი საახალწლო სურვილები, ერთმანეთის დალოცვა. სუფრაზე შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრო, მოჰყვე ანეგდოტი, იღადაო კიდეც და ვიღაცამ ერთმანეთთან ვახტანგურიც დალიოს. იყო კარგი სიმღერაც , რადგან იყვნენ "ქართული ხმების" წარმომადგენლები. სუფრას სიმღერა უხდება და მეც სიამოვნებით ვმღეროდი", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" 27 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრები და დეპუტატები.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა