ვინ "მიჯირყვნა" და ვისი სადღეგრძელო არ დალია ივანიშვილმა - კულუარული ინფორმაცია "ბაგრატიონის" სამთავრობო სუფრიდან

ვინ "მიჯირყვნა" და ვისი სადღეგრძელო არ დალია ივანიშვილმა - კულუარული ინფორმაცია "ბაგრატიონის" სამთავრობო სუფრიდან

კოალიცია "ქართული ოცნების" და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" 27 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრები და დეპუტატები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის კულუარულ დეტალებზე კი ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"გაინტერესებს ჰო, რა მოხდა "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრაზე?

ყოფილი პრემიერი მოქმედი პრემიერის და მინისტრების გვერდით არ დაჯდა, მუსიკოსებთან ახლოს მაგიდაზე მოიკალათა და ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარი მთავრობისა და უმრავლესობის წევრებს.

1.სერიოზულად მიიჯირყვნა ფინანსთა მინისტრი;

2. წყალობის თვალით უყურებდა და რამდენიმე კომპლიმენტი უძღვნა იუსტიციის მინისტრს;

3. არ დალია პარლამენტის თავმჯდომარის სადღეგრძელო, სამაგიეროდ, გამორჩეულად ადღეგრძელა თინა ხიდაშელი, სამართლიანი ადამიანია და პარლამენტში ყველაზე მეტად ის ჩანსო;

4.რესპუბლიკური პარტია მწარედ გაკენწლა- ან აქ იყავით, ან თუ წასვლა გინდათ წადითო...;

5. საჯაროდ საერთოდ არ უხსენებია პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუმცა არა საჯაროდ გვარიანად მოიკითხა...

P.S.სხვა დეტალები ვიცი, მაგრამ არასაჯაროდ !!!", - წერს კილაძე.

ასევე იხილეთ| საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა