ვინ არის ირაკლი კობახიძე, რომელიც შესაძლოა, "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გახდეს

ვინ არის ირაკლი კობახიძე, რომელიც შესაძლოა, "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გახდეს

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის დანიშვნასთან დაკავშირებული კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, მათ შორის პარტიის ლიდერებს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" განვითარების თაობაზე საკუთარი ხედვაც გააცნო.

"კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა. ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. რაც შეეხება ლიდერებთან შეხვედრას, კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, მათ შორის პარტიის განვითარების თაობაზე ჩემი ხედვაც გავაცანი, თუმცა, ბუნებრივია, საუბარი ზოგად ხედვაზე იყო და კონკრეტული სტრატეგია უკვე შემდგომი მუშაობის საგანია. რაც მთავარია, ზოგად მიმართულებებზე აზრთა თანხვედრა გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შეფასებას, რომ მამის, გია კობახიძის ბურჯანაძის პარტიის წევრობის გამო შესაძლოა გარკვეული უხერხულობა შეექმნას, კობახიძის განმარტებით, "ამ კუთხით უხერხულობა არ შეიქმნება". "მარტივად შემიძლიათ გიპასუხოთ, რომ ამ კუთხით უხერხულობა არ შეიქმნება", - აღნიშნა მან.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი განიხილება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება.

ირაკლი კობახიძე აღნიშნულ პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილს შეცვლის, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო.

კობახიძის თანაპარტიელები მის კანდიდატურას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ის კარგი პროფესიონალია.

"ის მუშაობდა 2012 წელს "ქართული ოცნების" საზოგადოებრივ სამუშაოებზე და მუშაობდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები როგორი უნდა იყოფილიყო "ქართული ოცნების" თვასალზრისით. რაც მთავარია, ის არის ძალიან წესიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანი," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-სა და "რუსთავი 2"-ს მასალების გამოყენებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა