ღარიბაშვილის ცოლის ძმა ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შედის - შანტაჟის ბრალდების ისტორიის სკანდალური გაგრძელება

ღარიბაშვილის ცოლის ძმა ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შედის - შანტაჟის ბრალდების ისტორიის სკანდალური გაგრძელება

გაზეთ "ქრონიკა +"-ის სტატიას, რომელშიც ჟურნალისტი ელისო კილაძე ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ საუბრობდა, რის მიზეზადაც თამაზაშვილების ფაქტორს ასახელებდა, გაგრძელება კვლავ მოჰყვება.

[იხილეთ სტატია, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა]

ამჯერად, მხარეები პრესის ფურცლებიდან და ახალი ამბების პორტალებიდან ერთმანეთს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" უპირისპირდებიან.

"ელისო კილაძე ცრუ და მატყუარა ჟურნალისტია! თქვენს პასუხში ყველაფერს შეეხეთ გარდა იმისა, რა სიცრუის ტირაჟირებაც მოახდინეთ! ე.ი. აღიარებთ რომ სიცრუის და თქვენს მიერვე გამოგონილი ზღაპრების გამავრცელებელი ბრძანდებით! სანამ არ დაამტკიცებთ აღნიშნული სტატიის სინამდვილეს, მე ვიტოვებ უფლებას გიწოდოთ: ცრუ და მატყუარა "ჩიტი" ! თუ სიცრუის გამოგონებით და ტირაჟირებით გააგრძელებთ ცხოვრებას და ხელის მოთბობას , თქვენი "მოღვაწეობა" მართლაც დიდხანს ემახსოვრება საზოგადოებას !

P.S. გივი მომიკითხეთ, თარგამაძე გივი", - ამ სტატუსს ალექსანდრე თამაზაშვილი აქვეყნებს, რომელიც ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სტატიაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ბიზნესმენ თემურ უგულავას ფინანსურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

ალექსანდრე თამაზაშვილის სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარი მისმა დამ, და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნანუკა თამაზაშვილმაც გააკეთა.

"შენნაირი სუფთა, წესიერი, ნიჭიერი და ერთგული ვაჯკაცი ბევრი არ არის ამას პირველად გეუბნები, ვამაყობ რო ჩემო ძმა ხარ და ჩემ შვილებს ღირსეული და მაგარი ბიძა ყავთ!!! რაც შეეხება ბრალდებებს ვინც შენ გიცნობს ვერავინ დაიჯერებს გარდა იმისა ვისაც უნდა რომ დაიჯეროს ეს ბოდვა!", - დაწერა ნანუკა თამაზაშვილმა.

ალექსანდრე თამაზაშვილის ზემოთ მოყვანილი სტატუსი უპასუხოდ არ დაუტოვებია ელისო კილაძეს.

"წყაროებზე თუ მიდგება საქმე, არ გინდა ოჯახის წევრს კითხო, რამდენ საქმეზე იყო ჩემი წყარო?

P.S. მე არ ვკონკრეტდები, მხოლოდ იმიტომ, რომ წყაროებს არ ვყიდი", - პასუხობს ჟურნალისტი თამაზაშვილს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრესაში აღნიშნული სკანდალური სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გაზეთი წერს, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა და ლექსო თამაზაშვილმა ბიზნესმენ თემურ უგულავასგან 75 მილიონის გამოძალვა სცადეს, თუმცა შეხვედრის აუდიოჩანაწერი უგულავამ მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა, Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად სტატიაში დასახელებულ პირებთან დაკავშირებას შეეცადა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა ნიკუშა შენგელაიამ [მეტი], ხოლო რაც შეეხება ბიზნესმენ თემურ უგულავას, ჩვენ მასთან ინტერვიუს ჩაწერას დღემდე ვერ ვახერხებთ, და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნესმენი უახლოეს მომავალში ისურვებს კომენტარის გაკეთებას.

ორი სტატია ამ თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა