გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს

გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს

ბათუმში, წუხელ BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს. მანქანის მეპატრონე დათო მანჯავიძე მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს. მანჯავიძე ამბობს, რომ ამ ფაქტით თარგამაძე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაკეთებული ღია განცხადებების გამო გააფრთხილეს.

მომხდარს "ფეისბუქზე" ეხმაურება თავად გივი თარგამაძე.

"ამ ღამით ბათუმში დაწვეს ჩემი მეგობრის და დიდი ხნის თანამებრძოლის, დავით მანჯავიძის ავტომობილი. მივმართავ ქურდულ სამყაროს, კრიმინალებს და მათთან შეხმატკბილებულ პოლიციის წარმომადგენლებს: მსგავსი ქმედებებით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ჩვენ ვიქნებით დაუღალავები, მიზანდასახულნი, დღეღამეს გავასწორებთ და ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგაცილებთ, აღმოგფხვრით, ისე, რომ აღარც არავის გაახსნდეთ ოდესმე. მივმართავ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, თამაზაშვილს, კალაძეს და ყველას, ვინც ქვეყანა შეკვეთილი მკვლელობებითა და საკუთრების გადაწვით ანგარიშწორების ყოველდღიურ მოვლენად ქცევამდე მიიყვანეთ: ხალხის განაჩენს არჩევნებზე მიიღებთ", - წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წუხელ, დაახლოებით 02:30-ზე მოხდა. ამასთან, ეს ბათუმში ავტომობილის დაწვის უკვე მესამე შემთხვევაა. გასულ წელს ავტომობილი დაუწვეს პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს, რამდენიმე დღის წინ კი, ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას.

რაც შეეხება დათო მანჯავიძის ავტომობილს, ის პოლიციის სპეციალურ ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა