"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე

"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. კომენტარი მომხდარზე პრემიერმა დავოსში გააკეთა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი მისი ყურადღება მიმართულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. "რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმ ამბის მოსმენა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ. ეს არის მართლაც შემზარავი, შოკისმომგვრელი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ვინაიდან მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიწელა მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი გამოძიება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მობილიზებულია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. "მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული სასტიკი მკვლელობა და სწრაფად დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა