ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გააკეთა, რომ გადადგა თანამდებობიდან და მივესალმები. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იგი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა