რა ქონებას ფლობს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

რა ქონებას ფლობს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს.

ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 27 მაისს აქვს შევსებული, სადაც მითითებულია, რომ მინისტრის მოადგილე და ახლა უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკრო-რაიონში 64.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი, ამავე კორპუსში 88.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს.

ნინო კუდუხაშვილს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა, 1998 წელს გამოშვებული HONDA CRV.

გომელაურს დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 20000 დოლარი და 14000 ლარი.

რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს, 2013 წელს, გომელაურმა მინისტრის მოადგილის პოსტზე 84112.34 ლარი აიღო.

დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს გომელაურის ოჯახმა რემონტისთვის 30000 ლარი დახარჯა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა