"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი

"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი

ჩემი აზრით, ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრობლემა აღარ არის სახელებსა და გვარებში და არც ეს გადადგომა უშველის იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

"რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სისტემამ მოახერხა და გარკვეულწლიად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. სისტემით გაჯერდა მთლიანად და დღეს ის სისტემა მართავს და არა ის ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ. ზოგჯერ იძიებს ის პროკურორი, რომელიც თავად შეიძლება იყოს საქმის ფიგურანტი, ასეთ აბსურდათანაც გვაქვს ხოლმე საქმე. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება. სისტემური და რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ სისტემის ლუსტრირება უნდა მოხდეს და მისგან გაწმენდა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, ჩემი აზრით. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ხვალ და ზეგ რა გველოდება კიდევ, ჩვენ არ ვიცით. სამწუხაროდ, ისეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, რომ ველოდები, ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა