ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს და მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია

ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს და მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. მისივე განმარტებით, ჭიკაიძის გადადგომით არსებული ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ის საზოგადოებას ანგარიშს უწევს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულებების გარეშე პასუხი უნდა აგოს. მორალური პასუხისმგებლობა სწორი იყო მთავრობის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, დანარჩენი - პროცესებს მივყვებით და თუ ვინმეზე დამატებით გაჩნდება ეჭვი, საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას და იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ტრაგედია ქვეყნის მასშტაბისა და საერთაშორისო დონისაა. მინდა, გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი იმ ცვლილებებში, რაც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში, როცა მე პოლიტიკაში მოვედი და როცა გუნდი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი გახლდათ იური, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა მსხვერპლი ვერ ავიცილეთ. ეს შედეგია იმ ძველი ძალადობისა. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, იური ვაზაგაშვილი პირველი იყო, ვინც ხელმოწერებს აგროვებდა მის მხარდასაჭერად, როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს.

"ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა და ვის თავშიც ეს მოვიდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა