სოზარ სუბარი - იური ვაზაგაშვილი თავისი სიკვდილითაც შეასრულებს იმ როლს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება

სოზარ სუბარი - იური ვაზაგაშვილი თავისი სიკვდილითაც შეასრულებს იმ როლს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ იური ვაზაგაშვილი, როგორც სიცოცხლეში იყო უსამართლობასთან ბრძოლის ფლაგმანი, თავისი სიკვდილითაც შეასრულებს იმ როლს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება, - ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა.

"ყველამ ერთგული თანამებრძოლი დავკარგეთ. ძალიან მტკიცე ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო. იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო უსამართლობასთან ბრძოლის ფლაგმანი, თავისი სიკვდილითაც, მე მგონი, შეასრულებს იმ როლს, რომ დაჩქარდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი", - აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, ის ამაში დარწმუნებულია და პირობასაც დებს, როგორც მთავრობის წევრი და იური ვაზაგაშვილის თანამებრძოლი.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას იური ვაზაგაშვილის საქმეზე, სოზარ სუბარი მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მინისტრის თქმით, ერთადერთი, იცის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად, ფინალშია გასული და მალე ყველა წარსდგება სამსჯავროს წინაშე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა