სოზარ სუბარი - თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნა, საზოგადოება მთელ მთავრობას მოუსავლეთში გაუშვებს

სოზარ სუბარი - თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნა, საზოგადოება მთელ მთავრობას მოუსავლეთში გაუშვებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის აზრით, თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნა, ქართული საზოგადოება მთელ მთავრობას მოუსავლეთში გაუშვებს.

ამის შესახებ სუბარმა "იმედის კვირის" ეთერში, იური ვაზაგაშვილის მკლველობის საქმეზე საუბრისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, აიღებს თუ არა ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე არ ან ვერ იქნება გამოძიებული.

"არ იქნა გამოძიებულსა" და "ვერ იქნა გამოძიებულს" შორის ძალიან დიდი სხვაობაა. თუ არ იქნა გამოძიებული, არათუ ღირსების საქმეა და არათუ მე გადავდგები, მთელ მთავრობას გაგვიშვებს ქართული საზოგადოება მოუსავლეთში. მაგრამ ბევრი საქმე შეიძლება ვერ იქნას გამოძიებული – კენედის მკვლელობა ვინ დაგეგმა, დღემდე არ იციან, მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახური არის ჩართული და მაინც. რაღაც არის, რაც შეიძლება, ვერ გააკეთოს გამოძიებამ გარკვეულ ვადაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება თავად სუბარის ვერსიას იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რაც მოხდა ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა