"ჭიკაიძეს ბადაშვილიც მიჰყვება" - დიდი საკადრო წმენდის დასაწყისი?!

"ჭიკაიძეს ბადაშვილიც მიჰყვება" - დიდი საკადრო წმენდის დასაწყისი?!

შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დიდი საკადრო წმენდის მხოლოდ დასაწყისია.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა არა მხოლოდ რეჟიმის, თავად სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, სისტემამ ხელისუფლება გარკვეულწილად მძევლად აიყვანა. შედეგად, დღეს ქვეყანას სისტემა მართავს და არა ის პირები, რომელთან ერთადაც რეჟიმი დავამარცხეთ.

ზოგჯერ ასეთი აბსურდებიც ხდება - საქმეს ის პროკურორი იძიებს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მონაწილე პირი თავადაა. სანამ სისტემური ხარვეზები იქნება, სამართლიანობა ვერ აღდგება. პირიქით, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. იმედია, სისტემის ლუსტრირება და მისგან გაწმენდა დაგვიანებული არ არის.

ვფიქრობ, ჭიკაიძეს მთავარი პროკურორი ბადაშვილიც მიჰყვება. ეგ კი არა, 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება!"

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას საზოგადოებაში დაძაბულობის პრევენციად მიიჩნევს ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი, თუმცა, აცხადებს, რომ მხოლოდ შსს-ში ცვლილებები საკმარისი არ არის: "იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ იოლად შეიძლება შეიძინოს სიმბოლური პოლიტიკური მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ, უფრო მეტად რაიმე მძიმე პოლიტიკური კონტექსტის"სიმართლეს" ველით. კაცმა არ იცის, ვაზაგაშვილის ასეთი მძიმე ფორმით მკვლელობა რა ზეგავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებსა და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე. ამდენად, მინისტრის გადადგომა აუცილებელი იყო დაძაბულობის განსამუხტად. აუცილებელი იყო, თუმცა, არა საკმარისი. მინისტრი ისედაც ბევრზე ტოვებდა იმ ფუნქციონერის შთაბეჭდილებას, რომელიც იოლად შეიძლება განტევების ვაცად ექციათ. შემდგომი ნაბიჯი უკვე მკვლელისა და დამკვეთის დადგენა უნდა იყოს. თუმცა, ამას ხელს უშლის სხვადასხვა ძალის მცდელობა, მომხდარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. როგორი დასკვნაც უნდა გააკეთოს გამოძიებამ, ყოველთვის გამოჩნდება პირი ან ჯგუფი, რომლისთვისაც ეს დასკვნა მიუღებელი იქნება. სამთავრობო ცვლილებები ამ მოვლენის გარეშეც იყო მოსალოდნელი.

ცუდ საკადრო გემოვნებას შველა უნდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა