უკრაინა ნატო-უკრაინის საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს

უკრაინა ნატო-უკრაინის საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს

აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით კი მარიუპოლში გამწვავებული ვითარების გამო, უკრაინული მხარე მომდევნო ნაბიჯების განსახილველად, ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოში უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობაში განუცხადეს.

"ნატოში უკრაინის მისიამ გაააქტიურა ალიანსთან კრიზისული კონსულტაციების მექანიზმები ნატოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ ქარტიის მიხედვით", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ეგორ ბოჟოკმა.

მისივე თქმით, მისიის ხელმძღვანელმა იგორ დოლგოვმა ნატოს გენერალურ მდივანს წარუდგინა ინიციატივა ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, რომლის დროსაც მომავალი მოქმედებები და არსებული ვითარების განხილვა მოხდება. მოსალოდნელია, რომ კომისიის სხდომა 26 იანვარს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა