რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი

რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 2000 წლიდან დღემდე 17 დეკლარაცია აქვს შევსებული და ამ 14 წლის განმავლობაში მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება.

ყველაზე ძვირადღირებული ქონება კუბლაშვილის საკუთრებაში 2004 წელს გაჩნდა. ეს არის ბუკიას ბაღში მდებარე, იმ დროისთვის 100 ათას ლარად შეფასებული ბინა, რომელიც მის მეუღლეს, მარინა მესხს, მისმა დამ, მაია მესხმა საჩუქრად გადასცა.

2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბუკიას ბაღში მდებარე ბინის ღირებულება 250 ათასი დოლარია. გარდა ამისა, კუბლაშვილის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბინის ფასი 15 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე გაიზარდა. ოჯახის კუთვნილებაშია ასევე 4 ათას დოლარად შეფასებული როიალიც.

გარდა ამ ძვირადღირებული ქონებისა, 2010 წელს კუბლაშვილის დეკლარაციას ემატება მეუღლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 1500 კვ.მ-ია.

2012 წელს კი, კუბლაშვილებმა მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში 1400 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 110 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი შეიძინეს, რომლის ღირებულება დეკლარაციის მიხედვით, 34 ათასი დოლარია. დოკუმენტის მიხედვით, ამ ახალი სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის 11 500 ლარი დაიხარჯა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ბოლო, 2014 წლის 28 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გარდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინისა, ოჯახის ყველა უძრავი ქონება მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრებაშია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში კონსტანტინე კუბლაშვილის სახელზე "რესპუბლიკა ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 14200 ლარი იყო, ნაღდი ფულის სახით კი კუბლაშვილს 10 ათასი ლარი ჰქონდა.

კონსტანტინე კუბლაშვილის შვილის "თი-ბი-სი" ბანკში გახსნილ ანგარიშზე კი 15350 დოლარი ირიცხებოდა.

კუბლაშვილის შემოსავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 127300 ლარი იყო. მისი მეუღლის სახელფასო შემოსავალი კი, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 49400 ლარი; თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პედაგოგის პოსტზე კი, 3000 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა