ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დღეს წარადგენს

ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. წარდგენა მთავრობის კანცელარიაში 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მთავრობის კანცელარაში კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით კომენატრი არ კეთდება.

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური სახელდება.

ალქსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებდა 23 იანვარს ჭიკაიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა