მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ბინა იყიდა?

მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ბინა იყიდა?

"იმისთვის, რომ დედაქალაქის სასტუმროების ჩვეული ატმოსფეროთი არ გადაღალონ, აჭარის დიასპორის წარმომადგენლებმა, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში ბინა უყიდეს, რომელიც რუსეთის დუმის შენობიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკის მიმბაძველობა სახეზეა. ქვეყნის ყოველი ახალი ლიდერი მმართველობას ანტირუსული რიტორიკით იწყებს და რუსული ბინით ასრულებს... (შინაარსობრივი თარგმანი)."

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ონლაინგამოცემა www.vybor.ua ავრცელებს, სათაურით - "ვის უნდა ღორი მუხის ქვეშ ანუ რუსეთის მოძულეთა თავშესაფარი". ავტორი კი ნიკოლაი იარემენკოა. ეს გამოცემა არაერთხელ იყო მიჩნეული რუსული პოლიტიკის გულშემატკივრად უკრაინაში.

სტატია ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინელი მაღალჩინოსნის, მიკულა აზაროვის მოსკოვში ახალშეძენილ ბინას ეხება, რომლის შემდეგაც ავტორი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებსაც იხსენებს, რომლებიც ანტირუსული საქმიანობით იყვნენ ცნობილი, თუმცა, საბოლოოდ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ მოსკოვში დასახლებულიყვნენ და უძრავი ქონებაც შეეძინათ.

მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მოსკოვური ბინა გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა დროს რუსეთს აფარებდნენ თავს. ამის დასტურად კი გამსახურდია და შევარდნაძეა დასახელებული.

იხილეთ სტატია სრულად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა