ალექსანდრე ვერშბოუ - საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს

ალექსანდრე ვერშბოუ - საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს

საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ბრიუსელში, "მოამბის" კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა .

ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ისაუბრა. "ნება მიბოძეთ გითხრათ, თუ როგორ ველოდები ჩემს ვიზიტს საქართველოში. 2014 წელს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრულება იყო ის, რომ ვერ ჩამოვედი საქართველოში. ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს პარტნიორის და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესი შევაფასოთ. მექანიზმები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, გაფართოვდა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, როდესაც ნატო-ში შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე. იმ მექანიზმებთან ერთად, რაც გვქონდა წლიური ეროვნული პროგრამა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტი, მათ შორის, ერთობლივი წვრთნები. ახლა საქართველოში გვეყოლება ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფი. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე. იმედი მაქვს, რომ მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენ დახმარებას გავუწევთ ქართულ მხარეს სკოლის გახსნაში. მოვამზადებთ საფუძველს და ადგილს, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის ერთობლივი წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებლად. ანუ, რაც გვქონდა, ის მექანიზმები, დამატებული ახალი მექანიზმები, როგორც "ტვიტერზე" დავწერე. საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს", - აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ.

მისივე განცხადებით, ჩამოთვლილ მექანიზმებთან ერთად, საქართველო არის წევრი, როგორც თავსებადობის პლატფორმის, ასევე იმ გამონაკლისი ქვეყნების ჯგუფის, რომლებთანაც ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობა აქვს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს პრაქტიკაში ეს თანამშროლობა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყნებს ექნებათ წვდომა ნატო-ს კონსულტაციებზე, მონაწილეობა სხვადასხვა სახის წვრთნებში, რომლებიც თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ სრულად დაუახლოვდნენ ნატო-ს სტანდარტებს", - აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა თემებზე შეიძლება ჩაერთოს საქართველო ან როდის შეიძლება გაიმართოს პირველი სხდომა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უპასუხა, რომ კონკრეტულ პასუხს ახლა ვერ გასცემს. "ვმუშაობთ ამ თემაზე. ამ კვირაში, მაგალითად დანიშნულია შეხვედრა ელჩების დონეზე, იქნება ძალიან ბევრი ტრანსატლანტიკური საკითხი, რომელიც გაძლიერებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მაგალითად, ტერორიზმი, რომელიც მზარდი საფრთხეა სამწუხაროდ ყველასთვის. მაგალითად, უცხოელი მებრძოლები, რომლებიც მიდიან ახლო აღმოსავლეთში და ჩამოდიან ევროპაში და პრობლემებს ქმნიან. ასევე რეგიონული პრობლემები. ახლა არ შემიძლია თემები დავასახელო. მთავარია, რომ ჩვენ გვინდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საკუთარი ქმედებებით და ჩვენს ოპერაციებში მონაწილეობით მოახდინეს დემონსტრირება მაღალი დონის თავსებადობის, გვსურს მათთან კიდევ უფრო ახლო თანამშროლობა, როგორც თავდაცვის კუთხით და ტექნიკურ საკითხებზე, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც", - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა