"9 + 1" - ივანიშვილი "ნაციონალებზე" სერიალს იღებს

"9 + 1" - ივანიშვილი "ნაციონალებზე" სერიალს იღებს

ივანიშვილი: "ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"

საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილი მის მიერ ქვეყნის არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების ავტორებს რჩევა და მართვა ერთმანეთში ერევათ.

"მე ერთხელ უკვე ვუპასუხე მათ და ვუპასუხებ მეორედაც თუ არ ეყოთ, რამეთუ მართვის ბერკეტი არ გამაჩნია... რა აბნევთ მათ? აბნევთ ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის ნდობა, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. სხვათაშორის, ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა მაქვს, ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებიათ. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგაოდების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმს იღებს.  ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია სათაურით "9+1".  მხატვრული ფილმი ბერა ივანიშვილის სატელევიზო არხზე GDშ-ზე გავა. ივანიშვილის განცხადებით ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესახებ ანალიზსაც აკეთებს რომელსაც ფეისბუქის საშუალებით გაავრცელებს.

დაგაინტერესებთ|

ივანიშვილი: "ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა