რუსეთი ჩრდილოეთ კორეის გზით მიდის? - როდესაც "ტიტანიკი" იძირება და მუსიკოსები მაინც უკრავენ

რუსეთი ჩრდილოეთ კორეის გზით მიდის? - როდესაც "ტიტანიკი" იძირება და მუსიკოსები მაინც უკრავენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება არ აღუდგინა და რამდენიმე თვით კვლავ ძალაში დატოვა რუსეთის წინააღმდეგ არსებული ყველა სანქცია, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო დაეკისრა. რუსეთის დაპირებების შესრულების საკითხს, რაც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას უკავშირდება, ასევე რუსეთის დელეგაციის ასამბლეაში უფლებამოსილების საკითხს, ასამბლეა ხელმეორედ აპრილში განიხილავს. რუსეთის დელეგაცია წლის ბოლომდე ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება, თუკი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სანქციები არ მოიხსნება.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ რუსეთმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "საკუთარი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა გადაიტანეს", როდესაც ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება არ აღუდგინა.

გამოცემის წყაროს თქმით, თვითონ რუსეთის დელეგაციაში ორი ჯგუფი არსებობს: ისინი, ვინც მხარს უჭერენ ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაწყვეტას და ისინი, რომლებიც ცდილობენ თუნდაც, ამჟამად არსებული დიალოგის შენარჩუნებას.

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, რუსეთისთვის მაინც პრიორიტეტად რჩება დასავლეთთან ურთიერთობების სტაბილიზება, რადგან ალტერნატივები არ არსებობს, ჩინეთში და სხვა მოკავშირე ქვეყნებში არ არსებობს ასეთი განვითარებული პოლიტიკური ინსტიტუტები", - განმარტავს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია.

გაზეთი "ნოვიე იზვესტიე", მოსკოვის კარნეგის სამეცნიერო ცენტრის წევრის, ალექსეი მალაშენკოს მოსაზრებას აქვეყნებს: "საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იზოლირება ეს არის გზა არსაითკენ. ამ საკითხისადმი უტილიტარული საზომით მიდგომა: "ეს ორგანიზაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და იქ ვერ ვიქნებით", არასწორია, რადგან მისი წყალობით, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ".

ამასთან, ცნობილმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თუკი ხელისუფლება არ მისცემს მის პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

არის რუსეთი "ტიტანიკი", რომელიც იძირება, მაგრამ მუსიკოსები მაინც უკრავენ"? თუ ახალი და სამყაროსგან იზოლირებული იმპერიის შექმნის მომსწრენი ვართ?

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა