"გადაგამტვრევ ხერხემალში, ბეისბოლის ჯოხს გირტყამ!" - გავრცელდა ვიდეო, რომლის გამოც მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

"გადაგამტვრევ ხერხემალში, ბეისბოლის ჯოხს გირტყამ!" - გავრცელდა ვიდეო, რომლის გამოც მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გასაუბრების დროს ფარული ჩანაწერის გაკეთებისთვის დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერი "მედიატორმა" youtube-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ხაბეიშვილის განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბუსკივაძე გასაუბრებას გადიოდა და ამ გასაუბრების ფარულად ჩაწერა სცადა, თავის დაცვის მიზნით. ხაბეიშვილის ინფორმაციით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ეჭვი შეიტანა, რომ ბუსკივაძე ფარულ ჩაწერას მაჯის საათით აწარმოებდა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს 5 საპატრულო ეკიპაჟი.

"კახა ბუსკივაძე გასაუბრების ფარულ ჩაწერას თავის დაცვის მიზნით ახორციელებდა, რადგან კომისიის ერთ-ერთი წევრი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე მანამდე მასზე ზეწოლას ახორციელებდა. ფარული ჩაწერის პროცესის აღმოჩენის შემდეგ ორი საათის განმავლობაში ბუსკივაძეზე მიმდინარეობდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბუსკივაძეს ფარული ჩანაწერის გაკეთების მცდელობისათვის აქტი ვერ შეუდგინეს, რადგან ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, მერიის ყოფილი თანამშრომელი კახა ბუსკივაძე ამჟამად თავისუფალია.

იხილეთ ვიდეო

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა