"ისინი ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან" - ალასანია დაკავებულ ყოფილ კოლეგებზე

"ისინი ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან" - ალასანია დაკავებულ ყოფილ კოლეგებზე

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ  დაკავებული ყოფილი თანამშრომლების შესახებ ისაუბრა და მათ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები უწოდა.

ალასანიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ მას გამოძიების მიმართ სრული უნდობლობა აქვს, ცდილობს გამოძიებას შანსი მისცეს.

ალასანიამ კომენტარი მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ პროკურატურა და თავად შოთაძეც ივანიშვილის დიქტატის ქვეშაა.

"ის სუბიექტი რომელიც ლაპარაკობდა თქვენს ეთერში, ის არის დე ფაქტო პრემიერის სრული დიქტატის ქვეშ"- აღნიშნა ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა