"რა უნდა დასცხოთ ეგ არ იცით თორემ დასცხეთ , აჰა" - რა მესიჯი წააკითხა მანანა კობახიძემ გრიგოლიას

"რა უნდა დასცხოთ ეგ არ იცით თორემ დასცხეთ , აჰა" - რა მესიჯი წააკითხა მანანა კობახიძემ გრიგოლიას

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, დაწყებული გამოძიება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები, ეს იუო გადაცემა "რეაქციის" მთავარი თემა. სტუდიაში  "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ურთიერთსაპირისპირო მოსზარებებით გამოვიდნენ.

სერიოზული დებატების დრო მხარეებს შორის "სახალისო დიალოგიც" შედგა:

მანანა კობახიძე პავლე კუბლაშვილის: "ბიძინა ივანიშვილი გაშინებთ თქვენ ეგ გაღელვებთ, მაგიტომ ხართ აწეწილები და არეულები".

- პალიკოზე ძნელია მაგის თქმა რომ აწეწილია ... გიგლა აგულაშვილი.

- გიფასებთ იუმორს, ბატონო გიგლა, არა უშავს ხდება ხოლმე - სახალისო რეპლიკას ნახევრადიუმორით უპასუხა კუბლაშვილმა.

გრიგოლია გადაცემის დასრულებისას დაინტერესდა ვის ემესიჯებოდა დებატებში მიწვეული ზურაბ ჯაფარიძე პირდაპირ ეთერში.

"ვის ემესიჯებოდით მთელი გადაცემის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა იკითხა"-

"არ ვემესიჯებოდი, აქ არის აპლიკაცია სადაც ვინიშნავდი ჩემი ოპონენტების არგუმენტებს, რომ შემდგომ მეპასუხა"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინგა გრიგოლიას საკუთარი მოსული მესიჯი მანანა კობახიძემაც წააკითხა:

"დასცხე მაგეებს...მეტს ვეღარ გავიმეორებ"- აღნიშნა გრიგოლიამ მესიჯის კითხვის დასრულების შემდეგ.

"ეგაა პრობლემა ქალბატონო მანანა, რა უნდა დასცხოთ ეგ არ იცით თორემ დასცხეთ , აჰა"- განაცხადა კუბლაშვილმა კობახიძის მესიჯის საპასუხოდ.

"ხალხმა უკვე დაგცხოთ ბატონო პავლე"- მიმართა კობახიძემ კუბლაშვილს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა