კონსტანტინე ქავთარაძე და მალხაზ მიქელაძე ელჩის თანამდებობებს დატოვებენ

კონსტანტინე ქავთარაძე და მალხაზ მიქელაძე ელჩის თანამდებობებს დატოვებენ

შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ.

მთავრობის განკარგულებით, მალხაზ მიქელაძის მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.

ასევე, პოსტს დატოვებს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.

მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მექსიკაში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა. კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფუნქციას 2011 წლის ივნისიდან დღემდე ახორციელებს.

დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობის წარდგინებას ელჩების გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა