როგორ გამოიყურება სააკაშვილის კაბინეტი უკრაინაში (+4 ფოტო)

როგორ გამოიყურება სააკაშვილის კაბინეტი უკრაინაში (+4 ფოტო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. პეტრო პოროშენკომ ბრძანებას ხელი რეფორმების მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღის წინ მოაწერა.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამყარებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, რეფორმების თვალსაზრისით. და ის მოიზიდავს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ამ რეფორმებისათვის", - დაწერა პეტრო პოროშენკომ საკუთარ twiter-ის გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიწყო მუშაობა, ის უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდს ქმნის. მრჩეველთა საბჭო უკრაინის პრეზიდენტს სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებსა და რჩევებს მოუმზადებს.

რაც შეეხება სამუშაო კაბინეტს, სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ახალი კაბინეტი არათანამედროვეა. "გადაჩვეული ვარ ამ ძველ, საბჭოთა კაბინეტებს", - განუცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მასთან უკრაინაში სტუმრად ჩასულ ქართველ ჟურნალისტს.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა