რის სათქმელად მივიდა ატირებული დავით კეზერაშვილი სააკაშვილთან

რის სათქმელად მივიდა ატირებული დავით კეზერაშვილი სააკაშვილთან

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სააკაშვილმა აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მსხვერპლის მიუხედავად, რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ვერ უპასუხებდა. სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის პარალელები გაავლო.

"2008 წელს მე გამოვაცხადე ცეცხლის შეწყვეტა. ამასობაში რუსებმა და ვითომ ოსებმა ცეცხლის გახსნეს ჩვენს სოფლებში. ერთი ჯარისკაცი და ორი ოფიცერი დაიღუპა. რადიოში გადიოდა სიგნალი, რომ სოფელი ნული უნდა განადგურდეს და ამ დროს არის მიცემული ბრძანება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა ვუპასუხოთ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ თუ თქვენს სააკაშვილს ეშინია, მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს. ამ დროს მოვიდა ჩემთან ატირებული დათო კეზერაშვილი და თქვა, რომ ერთი ოფიცერი დაღუპულია და რამდენიმე მძიმედ არის დაჭრილიო, თუ საპასუხო ცეცხლს არ გავხსნით მთელი ბატალიონი დაგვეღუპება და ამ ხალხს ვინ შეხედავს თვალებშიო. მე უარი ვუთხარი. ზუსტად ეს მდგომარეობაა აქაც. ყველამ იცის, რომ უკრაინა უნდა გაჩერდეს, რომ მსოფლიომ მხარდაჭერაზე უარი უთხრას, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს, რომ შენ გყავს 5000 ჯარისკაცი, რომელსაც შეიძლება წირვა გამოუყვანონ"- განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა