მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მედულაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა

 მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მედულაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა

დედაქალაქის მერიის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მედულაშვილი და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამაზ ცერცვაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. მერიის პრესსპიკერის განცხადებით, დავით მედულაშვილი ვადის გასვლის გამო დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე გათავისუფლდება სამსახურიდან.

მერიის განცხადებით, თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის შს სამინისტროსთან, რომელსაც მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც, როგორც მერიაში განმარტეს, შსს-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა მედულაშვილისა და ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. "აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო", - განაცხადეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა