უგულავა თავისუფლებასთან ძალიან ახლოს - დღეს ყოფილი მერი ციხეს დატოვებს?

უგულავა თავისუფლებასთან ძალიან ახლოს - დღეს ყოფილი მერი ციხეს დატოვებს?

დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი, დღეს ჩანიშნულ პროცესზე გახდება ცნობილი.

გიგი უგულავას ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს და შუამდგომლობაში აღნიშნეს, რომ პროკურატურას გადასცემენ გიგი უგულავას პირადობის მოწმობას და პასპორტს ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიისთვის. ასევე ადვოკატებმა შუამდგომლობაში კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ უგულავასთვის ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

ადვოკატმა ოთარ კახიძემ შუამდგომლობაში ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლე გოგინაშვილმა შაბლონური დოკუმენტი წარუდგინა დაცვის მხარეს, რომელიც ვრცელდებოდა უგულავასთან ერთად ბრალდებული ღონიაშვილის მიმართაც. კერძოდ, ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებაში, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხება, იგივე ტექსტია, რაც ღონიაშვილის მიმართ გამოტანილ განჩინებაში.

ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ პროკურატურამ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა ითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა 18 თებერვლისთვის გადადო. შესაბამისად, 18 თებერვალს, 13.00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი ბრალდების მხარის პოზიცია უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სავარაუდოდ, 18 თებერვალს გახდება ცნობილი მოსამართლის განჩინება აღნიშნულ შუამდგომლობაზე.

რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ ღონიაშვილს, მის მიმართ ადვოკატებს წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა